ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსზე. კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი ან ჩააფიენთ სპეციალური ქაღალდები.შოკოლადი და კარაქი ორთქლზე გაადნეთ, კარგად შეურიეთ ერთმანეთს. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გულები და შაქარი, შეათქვიფეთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხეთ.