ამერიკული ფენქეიქები (pancake) კეფირით
ამერიკული ფენქეიქები (pancake) კეფირით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • ფქვილი - 300 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • კეფირი - 500 გ
  • გამდნარი კარაქი - 60 გ
  • შაქარი - 2-3 ს.კ
მომზადების წესები
ფქვილი გაცერით, შეურიეთ სოდა და შაქარი. კვერცხი და კეფირი გათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი.

ტაფაში დაასხით ცოტა ზეთი და საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ. დაასხით 1 ან 2 კოვზი ცომი და გამოაცხეთ ორივე მხრიდან.

თბილი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, სხვადასხვა ხილით, არაჟნით, მურაბით და ა.შ. თუ უფრო ტკბილი გინდათ, დაამატეთ შაქარი.
ტეგები:
ბლინი კეფირი ნანახია: 15559