მაყვლის ნაყინი
მაყვლის ნაყინი
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 300 გ
  • ნაღები 35 % - 300 გ
  • კვერცხის გული - 4
  • მაყვალი - 250 გ
  • შაქარი - 180 გ
  • სახამებელი - 1 ს.კ
  • წყალი - 1-2 ს.კ
მომზადების წესები
ბლენდერში მოამზადეთ პიურე მაყვლისგან. თუ მისი წიპწა (კურკები) არ მოგწონთ, შეგიძლიათ  საწურში გაატაროთ. 

რძე და ნაღები ერთმანეთს შეურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. სახამებელი გახსენით წყალში. ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი, დაასხით ცხელი რძე, შემდეგ სახამებლის ნარევი, კარგად შეურიეთ და დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე. თან ხშირად ურიეთ, რომ არ მიიწვას. კრემს ადუღების საშუალება არ მისცეთ, როგორც კი შესქელდება დაგმოიღეთ და გააციეთ. შეურიეთ მაყვლის პიურე და გადაიტანეთ საყინულეში.
ტეგები:
ნაღები რძე ნაყინი მაყვალი ნანახია: 6652