შაქარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში, დაამატეთ 2 ცალი დაჭრილი, გათლილი ატამი და წამოადუღეთ, რომ შაქარი გადნეს, ატამი კი დარბილდეს. შეაგრილეთ და ბლენდერში პიურედ აქციეთ. გადაიტანეთ გრაფინში, დაამატეთ ცივი გაზიანი წყალი, ლიმონის წვენი, არაყი, ყინული და აურიეთ. ჩაამატეთ დარჩენილი ატმის ნაჭრებიჭიქა=250 მლ.