ჰალვის ტორტი
ჰალვის ტორტი
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე - 180 გ
  • დარბილებული კარაქი - 280 გ
კრემი:
  • კვერცხი - 6
  • შაქარი - 150 გ
  • ფქვილი - 150 გ
ცომი:
  • ჰალვა - 80 გ
  • ვანილი
მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
კვერცხის გული  და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მუსის კონსისტენციამდე. დაამატეთ ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ ბეზე  და შეურიეთ ცომს.  ღუმელის დიდ ტაფას დააფინეთ ქაღალდი და დაასხით ცომი, კარგად მოასწორეთ და გამოაცხეთ 12-15 წუთი. გააციეთ ბისკვიტი, მოაცილეთ ქაღალდი, ჩამოუსწორეთ ნაპირები (დაგჭირდებათ ნაფხვენებისთვის) და გაჭერით სამ თანაბარ ნაწილად.
კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ ჰალვა (უმჯობესია ტაჰინის და არა მზესუმზირის), შესქელებული რძე და ვანილი. წაუსვით კრემი ფენებს, ზემოდან კი მოაყარეთ ნაფხვენები