ნიგოზი, ქინძი, ოხრახუში, ზეთი და ნიორი დააბლენდერეთ. შეათხელეთ ცოტა წყლით სასურველ სისქემდე. ხახვი წვრილად დაჭერით.მოხარშული, გაგრილებული ლობიო შეაზავეთ სოუსით, დაამატეთ ხახვი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ.