შემწვარი სულგუნი წიწაკით და პიტნით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სულგუნი - 300-400 გ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ცხარე წიწაკა, წითელი
  • პიტნა ან ქინძი
მომზადების წესები
სულგუნი დავჭრათ ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და შევწვათ ზეთიან ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან, სწრაფ ცეცხლზე, რატა ძალიან არ გადნეს. ყველმა ფორმა უნდა შეინარჩუნოს, ამავდროულად კი დარბილდეს და წელვადი გახდეს. თეფშზე გადატანის შემდეგ,   ცხელ-ცხელს,  მოვაყაროთ ფირფიტებად დაჭრილი ნიორი, დაჭრილი პიტნა და წიწაკა. 5-10 წუთის შემდეგ შეგვიძლია მივიტანოთ სუფრასთან.
ტეგები:
სულგუნი ნანახია: 14706