ქათამი დავჭრათ ნაჭრებად. პამიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილად ან პირდაპირ კონსერვირებული გამოვიყენოთ. ტაფაში ჩავდოთ კარაქი და დავამატოთ ზეთი. გავაცხელოთ და შევბრაწოთ ქათმის ნაჭრები ორივე მხრიდან, შედარებით მაღალ ცეცხლზე. შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და დავამატოთ დაჭრილი ხახვი, თავზე დავახუროთ და ვშუშოთ ხახვის დარბილებამდე. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი წიწაკა და პამიდორი. მოვაყაროთ ხმელი რეჰანი, თავშავა (ორეგანო) ან ქონდარი, ჩავდოთ დაფნის ფოთოლი და გავაგრძელოთ შუშვა სანამ ქათამი მზად არ იქნება. შეგვიძლია დავამატოთ ცოტა წყალიც. მზა კერძს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და ნიორი.