სვანური მარილი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვითელი ყვავილი - 1/4 ჭიქა
  • ხმელი სუნელი - 2/3 ჭიქა
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 1/4 ჭიქა
  • ნიორი - 300 გ
  • მარილი - 1 კგ
  • ცხარე წიწაკა, წითელი - 5-7 ცალი
მომზადების წესები
ნიორი გაფცქვენით. წიწაკას მოაცილეთ თესლი (თუ თესლს შეურევთ, ძალიან მწარე გამოვა). სუნელები სასურველია ახალდაფქული იყოს, მარილი კი მსხვილი.

ნიორი და წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში. შეურიეთ მარილი, სუნელები და ელმეორედ გაატარეთ ხორცსაკეპში. მარილი მზადაა. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული მინის ჭურჭლით. უხდება ხორციან კერძებს, ქათმის ხორცს, სალათებს, ომლეტს, შემწვარ კარტოფილს და ა.შ

გაითვალისწინეთ, რომ მომზადების პროცესში და შემდეგ სამზარეულოში საკმაოდ მძაფრი სუნია, რომელიც მინიმუმ 24 საათი რჩება.  


ჭიქა=250მლ
ტეგები:
ნანახია: 188546