დაჭრილი ხორცი (მათ შორის ძვლიანიც) მოვხარშოთ დარბილებამდე. ჩავამატოთ ბრინჯი და გავაგრძელოთ ხარშვა. პარალელურად, გატარებული ნიგოზი და დაჭყლეტილი ნიორი შევურიოთ, დავამატოთ ფქვილი, ცოტა წყალში გახსნილი ტომატ პასტა ან გახეხილი პამიდორი და ეს ნარევი ჩავამატოთ წვნიანს. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ და ჩავამატოთ წვნიანს. ჩავდოთ 1-2 დაფნის ფოთოლიც. დაახლოებით 10-15 წუთში კერძი მზადაა. დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ქინძი.