სუპ-ხარჩო ნიგვზით
სუპ-ხარჩო ნიგვზით
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ს.კ
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • ნიგოზი - 70-100 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • ბრინჯი - 1/2 ჭიქა
  • საქონლის ან ბატკნის ხორცი - 1 კგ
  • მარილი და პილპილი
  • დაფნის ფოთოლი
  • ქინძი
მომზადების წესები

დაჭრილი ხორცი (მათ შორის ძვლიანიც) მოვხარშოთ დარბილებამდე. ჩავამატოთ ბრინჯი და გავაგრძელოთ ხარშვა.

პარალელურად, გატარებული ნიგოზი და დაჭყლეტილი ნიორი შევურიოთ, დავამატოთ ფქვილი, ცოტა წყალში გახსნილი ტომატ პასტა ან გახეხილი პამიდორი და ეს ნარევი ჩავამატოთ წვნიანს.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ და ჩავამატოთ წვნიანს.
ჩავდოთ 1-2 დაფნის ფოთოლიც. დაახლოებით 10-15 წუთში კერძი მზადაა. დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ქინძი.