ღორის სამწვადე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი დაჭერით თხლად და მოაყარეთ ხორცს. დაამატეთ დაფქული კოწახური, ძმარი (ან ლიმონის წვენი), დაფნის ფოთოლი და პილპილი. დადგით მაცივარში რამოდენიმე საათი, უკეთესია მთელი ღამით. შეწვის წინ მოაყარეთ მსხვილი მარილი, წამოაცვით შამფურზე და შეწვით გრილზე, ღია ცეცხლზე ან ღუმელში.