შემწვარი კარტოფილი აიოლის სოუსით
შემწვარი კარტოფილი აიოლის სოუსით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • პაპრიკა - 1 ს.კ
სოუსი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • ოხრახუში - 2 ღერი
  • კვერცხი - 1
  • ზეითუნის ზეთი - 80 მლ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, პაპრიკა და მოასხით ზეთი. შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე სანამ არ დაიბრაწება და დარბილდება.

ბლენდერის ჭიქაში  ათქვიფეთ კვერცხი, ნიორი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და ოხრახუში. შემდეგ წვრილ ზოლად ჩაუშვით ზეთი, თან განაგრძეთ თქვეფა. მიიღებთ მაიონეზის მსგავს ემულსიას.

მოასხით ეს სოუსი კარტოფილს ან მიიტანეთ ცალკე.
ტეგები:
კარტოფილი ნანახია: 10625