ვაშლის ნამცხვარი შტრეიზელით
ვაშლის ნამცხვარი შტრეიზელით
დრო 70წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაშლი - 2
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • დარიჩინი - 2 ჩ.კ
  • შაქარი - 250 გ
  • დარბილებული კარაქი - 250 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 4
  • სოდა ძმრით - 1 ჩ.კ
  • შაქრის პუდრი
მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 22 სმ დიამეტრის ფორმას ჩააფინეთ ძირში ქაღალდი. ვაშლი გათალეთ და დაჭერით, მოასხურეთ ლიმონის წვენი და მოაყარეთ დარიჩინის ნაწილი.

ჯამში მოათავსეთ 50-50 გ  კარაქი, ფქვილი და შაქარი. დაამატეთ დარჩენილი დარიჩინი და თითებით ასრისეთ. ეს არის შტრეიზელი.

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, შეატქვიფეთ დარჩენილი კარაქი, დაამატეთ სოდა და ფქვილი.

ცომი გადაიტანეთ ფორმაში, ზემოდან გაანაწილეთ ვაშლის ნაჭრები და მოაყარეთ შტრეიზელი. გამოაცხეთ დაახლოებით 40-50 წუთი. ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა

ტეგები:
ნამცხვარი ვაშლი დარიჩინი ნანახია: 26748