თევზის ფუმფულა კატლეტები
თევზის ფუმფულა კატლეტები
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 1
  • რძე
  • პურის ნაჭერი - 2
  • თევზის ფილე - 600 გ
  • საფანელი
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
პური დავალბოთ რძეში. ხახვი წვრილად დავჭრათ და ცოტაოდენ ზეთში  მოვშუშოთ. თევზი და დამბალი პური გავატაროთ ხორცსაკეპში.  დავამატოთ მოშუშული ხახვი, მარილი, პილპილი, კვერცხი და კარგად ავურიოთ. თევზს შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი კამაც. 

გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
ტეგები:
თევზი კატლეტი ნანახია: 9035