ხაჭოსა და მოცვის ტორტი
ხაჭოსა და მოცვის ტორტი
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გამდნარი კარაქი - 75 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 150 გ
  • ლიმონის წვენი - 6 ს.კ
  • შაქარი - 80 გ+ 3 ს.კ
  • ნაღები 35 % - 300 გ
  • ხაჭო - 500 გ
  • მოცვი - 300 გ
მომზადების წესები
შევურიოთ ხაჭო, 3 ს,კ ლიმონის წვენი, 80 გ შაქარი ერთმანეთში და ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ხაჭოს. 

მოცვი ბლენდერში პიურედ ვაქციოთ, დავამატოთ 3 ს.კ ლიმონის წვენი და 3 ს.კ შაქარი. 

კესის ფორმას ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი. ჩავდოთ 4 ს.კ ხაჭოს კრემი, გავანაწილოთ კარგად და შევდოთ 15-20 წთ საყინულეში. გამოვიღოთ, დავამატოთ 2 ს.კ მოცვის პიურე, ასევე კარგად გავანაწილოთ და შევაბრუნოთ საყინულეში 15-20 წუთით. ასე გავაკეთოთ დანარჩენი ფენების შემთხვევაშიც, სანამ მთლიანად არ მორჩება მარაგი.
ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით, შეურიეთ გამდნარი კარაქი და მოაყარეთ ზემოდან ნამცხვარს. მსუბუქად დატკეპნეთ და შედგით საყინულეში რამდენიმე საათი. 
მირთმევის წინ, გადმოიღეთ ფორმიდა, რამდენიმე წუთი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ დაჭერით. მორთეთ სურვილისამებრ.



ტეგები:
ხაჭო ნაღები მოცვი ნანახია: 10829