ბანანი გავჭრათ სიგრძეზე, შემდეგ კი შუაზე, ისე რომ 4 ნაჭერი მივიღოთ. თითოეულ ნაჭერს ჩავარჭოთ ჯოხი, დავდოთ პერგამენტის ქაღალდზე და საყინულეში გავყინოთ. როცა გაიყინება, თეთრი შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ და ამოვავლოთ ბანანები, ისე რომ მთლიანად დაიფაროს შოკოლადით. შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის ფერადი ბურთულები, ქოქოსი, დაფქული თხილი და ა.შ. კვლავ შევაბრუნოთ საყინულეში რამდენიმე წუთით, სანამ შოკოლადი გამაგრდება