მუჟუჟი - წმინდად მამაკაცური კერძი
მუჟუჟი - წმინდად მამაკაცური კერძი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ფეხები - 4 ცალი
  • ღვინის ძმარი - 100-125 მლ
  • სტაფილო - 1
  • ხახვი - 1 თავი
  • დაფნის ფოთოლი - 3
  • ქინძის თესლი - 1 ჩ.კ
  • პილპილი - 6-10 მარცვალი
  • მარილი
  • ქინძი
  • ნიორი - გემოვნებით
  • ნიახურის ღერო - 1/2
მომზადების წესები
ღორის ფეხები კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ. დაასხით ცივი წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოდგით. მოხადეთ წამოღებული ქაფი. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაამატეთ გაფცქვნილი ხახვი, ოთხად გაჭრილი სტაფილო, ნიახურის ღერო, დაფნა, ქინძის და პილპილის მარცვლები და მინიმალურ ცეცხლზე ხარშეთ 2-3 საათი. ხორცი ისე უნდა დარბილდეს რომ ძვლებიდან თავისუფლად სცილდებოდეს. გადმოიღეთ ცეცხლიდან, ცოტა შეაგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ხორცი. გაასუფთავეთ ძვლებისგან, ისე  რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ ხორცს ფორმა. ჩაალაგეთ ხორცი შესაბამისი ზომის ჭურჭელში.
ბულიონს მოხადეთ ზედმეტი ცხიმი, ხოლო ნაწილი (მაგალითად 1 ლ) გაწურეთ, დაამატეთ ძმარი, მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით ხორცს. გააციეთ და შედგით მაცივარში. 
უმჯობესია მიირთვათ მეორე დღეს. სუფრაზე მიტანისას დაჭერით, მოაყარეთ დაჭყლეილი ნიორი და ქინძი
ტეგები:
ღორის ხორცი ნანახია: 64936