შოკოლადის ტორტი "ოცნება"
შოკოლადის ტორტი "ოცნება"
დრო 180წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 12
  • შოკოლადი - 250 გ
  • შაქარი - 150 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • მწიკვი მარილი
კრემი:
  • შოკოლადი - 500 გ
  • ნაღები 35 % - 1 ლ
მომზადების წესები
გავადნოთ შოკოლადი ორთქლზე ან მიკროტალღურში.  ცილით და შაქრის ნაწილით მოვამზადოთ ბეზე.  დარჩენილი და შაქარი და კვერცხის გულები ცალკე გავთქვიფოთ.  დავამატოთ გამდნარი შოკოლადი, მარილი და კვლავ ავთქვიფოთ. შემდეგ ფრთხილად შევურიოთ ბეზე. დავამატოთ გაცრილი ფქვილი და კვლავ ფრთხილად გადავურიოთ, სანამ ერთგვაროვან, ფუმფულა მასას არ მივიღებთ. 
გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში ( 24-26 სმ)  და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.  გავაციოთ და გავჭრათ სამ ფენად.

მოვამზადოთ კრემი: დატეხილ შოკოლადს დავასხათ ცხელი ნაღები. კარგად ავურიოთ, რომ შოკოლადი მთლიანად გადნეს და ერთგვაროვანი სქელი მასა მივიღოთ.  შევდოთ მაცივარში 2 საათი, პერიოდულად კარგად ამოვურიოთ.

მიღებული სქელი კრემი გადავუსვათ ტორტს ფენებზეც და გარედანაც. მოვრთოთ სურვილისამებრ.
ტეგები:
ტორტი ნაღები შოკოლადი ნანახია: 26502