დიდ თასში ჩაყარეთ შვრია. დაასხით ზეთი, თაფლი და კარგად აურიეთ (ამის გაკეთება ხელით უფრო მოსახერხებელია). ღუმელის დიდ ტაფაზე დააფინეთ ქაღალდი ან ფოლგა და გაშალეთ შვრია. შედგით ღუმელში, 180-200 გრადუსზე, დაახლოებით 15 წუთი (+/-). მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დაიწვას და 1-2 ჯერ ამოურიეთ.სანამ შვრია მზადება, ერთმანეთში შეურიეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი, რაზეც ხელი მიგიწვდებათ, გაქვთ და გიყვართ, რამოდენიმე სახეობის, ან ყველა მათგანი - ცოტ-ცოტა: მსხვილად დაჭრილი ნიგოზი (ნუში, თხილი, არაქისი, ქეშიუ...) ქიშმიში, რაიმე ჩირი (ქლიავი, გარგარი, ალუბალი, შტოში...) 2-2 ს.კ. სეზამის მარცვლები, ქოქოსის ფანტელი, ასევე მზესუმზირის და გოგრის თესლი. შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი შოკოლადიც.შერჩეული ინგრედიენტების ნარევი დაამატეთ შვრიას და აურიეთ, შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5-10 წუთით. მზა გრანოლა გააციეთ და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.მირთმევისას, უბრალოდ დაასხით რძე, კეფირი, მაწონი, იოგურტი და მიირთვით. ძალიან გემრიელი, ხრაშუნა, სასარგებლო საუზმეა.