გრანოლა -ჯანსაღი და გემრიელი საუზმე
გრანოლა -ჯანსაღი და გემრიელი საუზმე
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გრანოლა - მიუსლის მსგავსი მზა საუზმე თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში. მარტივია, ბევრად გემრიელი და სასარგებლო

ინგრედიენტები

  • შვრია - 500 გ
  • ზეთი - 60 მლ
  • თაფლი - 2 ს.კ (ან შაქარი)
  • თხილეული - 1-1.5 ჭიქა
  • ქიშმიში
  • სეზამის მარცვლები - (აუცილებელი არ არის)
  • ქოქოსის ფანტელი - 2 ს.კ
მომზადების წესები
დიდ თასში ჩაყარეთ შვრია. დაასხით ზეთი, თაფლი და კარგად აურიეთ (ამის გაკეთება ხელით უფრო მოსახერხებელია).  ღუმელის დიდ ტაფაზე დააფინეთ ქაღალდი ან ფოლგა და გაშალეთ შვრია. შედგით ღუმელში, 180-200 გრადუსზე, დაახლოებით 15 წუთი (+/-). მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დაიწვას და 1-2 ჯერ ამოურიეთ.

სანამ შვრია მზადება, ერთმანეთში შეურიეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი, რაზეც ხელი მიგიწვდებათ, გაქვთ და გიყვართ,  რამოდენიმე სახეობის, ან ყველა მათგანი - ცოტ-ცოტა: მსხვილად დაჭრილი ნიგოზი (ნუში, თხილი, არაქისი, ქეშიუ...)  ქიშმიში,  რაიმე ჩირი (ქლიავი, გარგარი, ალუბალი, შტოში...) 2-2 ს.კ. სეზამის მარცვლები, ქოქოსის ფანტელი, ასევე მზესუმზირის და გოგრის თესლი. შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი შოკოლადიც.

შერჩეული ინგრედიენტების ნარევი დაამატეთ შვრიას და აურიეთ, შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5-10 წუთით.
მზა გრანოლა გააციეთ და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.

მირთმევისას, უბრალოდ დაასხით რძე, კეფირი, მაწონი, იოგურტი და მიირთვით. ძალიან გემრიელი, ხრაშუნა, სასარგებლო საუზმეა.
ტეგები:
შვრია ნანახია: 22866