დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. შევათქვიფოთ კვერცხები სათითაოდ. ფქვილი გავცრათ გამაფხვიერებელთან ერთად, დავამატოთ კარაქს და კარგად შევურიოთ. მივიღებთ სქელ ცომს.ნიგოზი მოვხალოთ, გავაცალოთ კანი, მსხვილად დავფქვათ. 50 გ შოკოლადი გავხეხოთ და ნიგოზთან ერთად ჩავამატოთ ცომში.კექსის ფორმას წავუსვათ კარაქი და გადავიტანოთ ცომი. გამოვაცხოთ 45-50 წუთი, 180 გრადუსზე. კექსი ფორმაშივე გავაგრილოთ, შემდეგ ამოვიღოთ და ბოლომდე გავაციოთ.დარჩენილი შოკოლადი ორთლზე გავადნოთ 2 კოვზ არაჟანთან ერთად და მოვასხათ კექსს