თევზი კარგად გაასუფთავეთ ქერცლისგან, გარეცხეთ და შეამშრალეთ. გაუკეთეთ ჭრილები, წაუსვით მარილი, წიწაკა და პილპილი. შეაზილეთ მდოგვის და ლიმონის წვენის ნარევი.თითოეულ ჭრილში ჩაუდეთ პომიდვრისა და ლიმონის თხელი ნაჭრები. ლიმონს წინასწარ მოაცილეთ კანი, თორემ თევზს სიმწარეს მისცემსთევზი გადაიტანეთ ფოლგის ფურცელზე, ზემოდან დაფარეთ ხახვის ნაჭრებით. გადავკეცოთ ფოლგა და სევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე, 20-30 წუთით