ქათმის ღვიძლის პაშტეტი
ქათმის ღვიძლის პაშტეტი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი - 500 გ
  • კარაქი - 50 გ+ ზემოდან მოსასხმელად
  • ქონდარი - 2-4 ტოტი
  • თეთრი ღვინო - 100 მლ
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 2 თავი
  • ნაღები - 100 გ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
მომზადების წესები
ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ჩაამატეთ ქონდრის (ან ბეგქონდარას) ტოტები, რომ არომატი გაუშვას. დაჭერით ხახვი რგოლებად, მოშუშეთ კარაქში. დაამატეთ გარეცხილ-გასუფთავებული ღვიძლი და შეწვით 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ღვინო, მწიკვი მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი. შუშეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ნაღები. როგორც კი წამოდუღდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან. 
გადაიტანეთ ბლენდერში და ერთიან მასად აქციეთ. 
გადაიტანეთ პაშტეტი ჭურჭელში, მოასხით გამდნარი კარაქი და შეინახეთ მაცივარში. გაცივების შემდეგ პაშტეტი მზადაა.



ტეგები:
ნაღები ღვიძლი ღვინო პაშტეტი ნანახია: 7851