სახლში დამზადებული გამაფხვიერებელი
სახლში დამზადებული გამაფხვიერებელი
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

გამაფხვიერებელი სოდის შემცველი ნარევია, რომელიც ცომეულს ემატება სოდისა და ძმრის ნაცვლად. მისი მომზადება სახლშიც შეიძლება.

ინგრედიენტები

  • ლიმონმჟავა - 3 ჩ.კ
  • სოდა - 5 ჩ.კ
  • სახამებელი - 12 ჩ.კ
მომზადების წესები

როგორც წესი, გამაფხვიერებელი სამი ინგრედიენტისგან შედგება: სოდა, სახამებელი და ტარტარის ფხვნილი. ეს უკანასკნელი საქართველოში ძნელი საშოვნელია, ამიტომ გთავაზობთ რეცეპტს, რომელშიც მის ნაცვლად ადვილად ხელმისაწვდომ ლიმონმჟავას გამოიყენებთ.

გაითვალისწინეთ რომ ეს პროპორციები სწორედ ლიმონმჟავაზეა მორგებული და ტარტარის ფხვნილის შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. 

რეცეპტი მარტივია: ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და 2-3-ჯერ გაცერით. თუ ლიმონმჟავა შედარებით მსხვილია, სასურველია დაფქვათ ან დანაყოთ წინასწარ. ნარევი შეინახეთ სუფთა, მშრალ ჭურჭელში.

დოზირების დროს, თუ რეცეპტში მითითებული 1 ჩ.კ სოდა,  გამოიყენეთ 2 ჩ.კ ანუ ორმაგი ოდენობის გამაფხვიერებელი. უნდა შეურიოთ პირდაპირ ფქვილში, შემდეგ კი დაამატოთ სველი ინგრედიენტები. არ სჭირდება გაზავება სხვა რაიმე მჟავით (ძმარი, ლიმონის წვენი).

მომზადებისას, ყველა სახის ჭურჭელი, კოვზი, საცერი უნდა იყოს იდეალურად მშრალი.

ტეგები:
სოდა ნანახია: 95416