კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილი, კეფირი, ზეთი და კვლავ ავთქვიფოთ. ფქვილი გავცრატ გამაფხვიერებელტან ერთად, შევურიოთ კვერცხიან მასას და კოვზიტ ავურიოთ. 26 სმ დიამეტრის გვერდებმოსახსნელ ფორმას ჩავაფინოთ ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი. გადმოვიღოთ ფორმიდან და გავაციოთ. მოვამზადოთ კრემ-სუფლე: ჟელატინს დავასხათ რძე და ვაცალოთ დალბობა. შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავათბოთ და გავადნოთ. თხევად იოგურტს( ამ შემთხვევაში მოცვის) დავამატოთ შაქარი, შემდეგ ჟელატინიანი რძე. თან ვთქვიფოთ. დავამატოთ ხილიც.ბისკვიტი ჩავაბრუნოთ ფორმაში, დავასხათ ჟელატინიანი სუფლე და შევდოთ მაცივარში, სანამ არ გამაგრდება. მზა ტორტი ფორმიდან ამოვიღოთ, მოვრთოთ სურვილის მიხედვით, დავჭრათ და მივიტანოთ სუფრასთან