დრო
50წთ
ულუფა
2
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ღორის ხორცი - 400 გ
- სოკო - 200 გ
- ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 100 გ
- პამიდორი - 100 გ
- მარილი და პილპილი
- ნაღები - 150 გ
- მდუღარე წყალი - 150 მლ
მომზადების წესები
ღორის ხორცი დავჭრათ წვრილ კუბებად. გავაცხელოთ ტაფაზე ცოტა ზეთი და დავბრაწოთ ხორცი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
სანამ ხორცი იწვება, დავჭრათ ბოსტნეული: პამიდორი კუბებად, წიწაკა ჩხირებივით, სოკო მომსხო ნაჭრებად ან ფირფიტებად. ბოსტნეული ჩავამატოთ ხორცთან ტაფაში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ამოვურიოთ და ვშუშოთ 5 წუთი.
ამის შემდეგ, ტაფაში ჩავამატოთ ნაღები და მდუღარე წყალი, დავახუროთ თავსახური და ცეცხლს დავუწიოთ. დაახლოებით 15-20 წუთში კერძი მზად იქნება.