შავი ქლიავის ჩირს დაასხით ცხელი წყალი და ცოტა ხნით დატოვეთ. შემდეგ წვრილად დაჭერით. მოხარშული ჭარხალი გახეხეთ, მსუბუქად გაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს. დაამატეთ ქლიავი, გატარებული ნიგოზი, მარილი და პილპილი. მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ცოტაოდენ ცხიმში, ცხელ ტაფაზე, ორივე მხრიდან.განსაკუთრებით გემრიელია არაჟნით