უგემრიელესი ჩიხირთმა
უგემრიელესი ჩიხირთმა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძმარი - გემოვნებით
  • ცხარე წიწაკა, წითელი
  • დაფნის ფოთოლი
  • ხახვი - 1-2 თავი
  • ქინძი
  • კვერცხი - 2
  • წყალი
  • ქათამი - 1.5 კგ
  • მარილი
  • ფქვილი - 2-4 ს.კ
მომზადების წესები
ჩიხირთმის მოსამზადებლად იდეალურია სოფლის ქათამი.  გათამი კარგად გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. ქაფს რომ წამოიღებს მოხადეთ. ხარშვისას ბულიონში ჩაამატეთ 1-2 თავი ხახვი და დაფნა. ქათამი რომ დარბილდება და მოიხარშება, ამოიღეთ, ბულიონი კი გაწურეთ. თუ ბევრი ცხიმი აქვს, შეგიძლიათ მოხადოთ. ეს პროცედურა უფრო მარტივია გაციებული ბულიონის შემთხვევაში. 

2 ლ (ან რამდენიც გსურთ) ბულიონი ხელახლა წამოადუღეთ. ცოტაოდენ გრილ ბულიონში ან წყალში კი გახსენით 2-4 ს.კ ფქვილი. ჩაუშვით ადუღებულ ბულიონში და კარგად გახსენით.  ხარშეთ 5-8 წუთი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით, დაამატეთ 1-2 ჩ.კ ძმარი ( ეს იმისთვის რომ წვნიანში კვერცხი არ აიჭრას) შემდეგ კვერცხი სწრაფი მორევით ჩაუშვით კერძში. კიდევ წამოადუღეთ 1-2 წუთი და წვნიანი მზადაა. ბოლოს დაამატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი, ცოტა წითელი წიწაკა, ძმარი (სავარაუდოდ, დამატება დასჭირდება). ძალიან უხდება ჩვეულებრივის ნაცვლად სვანური მარილი, მაგრამ ეს აუცილებელი არ გახლავთ.

Chikhirtma - Chicken soup with eggs