ხბოს ან ახალგაზრდა საქონლის ნეკნები დავჭრათ ულუფებად. დავასხათ წყალი ისე, რომ დაფაროს და მოვხარშოთ. მოვაცილოთ წამოღებული ქაფი. ჩავამატოთ დაფნა, პილპილის მარცვლები და განვაგრძოთ ხარშვა. ხორცი რომ დარბილდება, ამოვიღოთ, მოვაყაროთ მარილი და ბულიონი გავწუროთ. ბულიონში გავხსნათ ტომატ-პასტა, დავამატოთ მარილი, წითელი წიწაკა, დაფქული კოწახური გემოვნებით. ღრმა თეფშზე ამოვიღოთ ხორცი, დავასხათ წვენი, დავამატოთ დაჭრილი ნედლი ხახვი და ქინძი (ან ოხრახუში)