წიწაკა გარეცხეთ და გააშრეთ. თესლები მოხალეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ დაფქვით ან დანაყეთ. ნიორი გაარჩიეთ, წიწაკას მოაცალეთ თესლი და ყუნწები. ორივე გაატარეთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში აქციეთ ერთიან მასად. დაამატეთ სუნელები, მარილი და მშრალად მოხალული ღერღილი. ღერღილი საჭიროა იმისთვის, რომ შემდგომში აჯიკისგან გაშვებული ზედმეტი სითხე შეიწოვოს.გამოდის დაახლოებით 950 მლ. ინახება მაცივარში, თითქმის 1 წელი.