ვაშლიანი მაფინები კარამელით
ვაშლიანი მაფინები კარამელით
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაშლი - 2 ცალი
  • ვანილი
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 2
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • კარამელის კანფეტი - 100-150 გ
  • ნაღები - 1-2 ს.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდები. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და მარილი.  გახეხეთ ვაშლი მსხვილ სახეხზე. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეათქვიფეთ ზეთი და ვანილი, შეურიეთ ფქვილი, შემდეგ კი ვაშლი. 
გაანაწილეთ ცომი ფორმებში და გამოაცხეთ 20-30 წუთი. გადმოიღეთ და გააციეთ.
კარამელის კანფეტები და ნაღები მიკროტალღურში გაადნეთ (იგულისმება კანფეტი "ირისი"/"ფისო-ფისო"). კარგად აურიეთ, რომ ერთნაირი მასა მიიღოთ, ამოავლეთ მაფინები ამ მასაში და აცალეთ გაციება