კივის ტარტი გამოცხობის გარეშე
კივის ტარტი გამოცხობის გარეშე
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 250 გ
  • კარაქი - 80-100 გ
  • რძე - 500 მლ
  • კვერცხის გული - 3
  • შაქარი - 150 გ
  • ვანილი
  • ფქვილი - 1 ს.კ თავიანი
  • ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ
  • კივი
მომზადების წესები
ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით, შეურიეთ გამდნარი კარაქი, გადაიტანეთ ტარტის ფორმაში და ჩატკეპნეთ. გაუკეთეთ გვერდებიც. შედგით მაცივარში და მანამდე მოამზადეთ კრემი.

კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ, შეათქვიფეთ ფქვილი, შეურიეთ ცხელი რძე, კარგად გახსენით და დადგით დაბალ ცეცხლზე.  მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ხშირად ურიეთ. როგორც კი შესქელდება, გადმოდგით, დაამატეთ ვანილი, ლიმონის ცედრა და კარაქი. კარგად აურიეთ და გააციეთ
გაციებული კრემი გადავუსვათ ნამცხვარს, ზემოდან მოვრთოთ დაჭრილი კივით