ძველებური შოკოლადისა და ყავის კექსი
ძველებური შოკოლადისა და ყავის კექსი
დრო 120წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • ცხელი წყალი - 2 ჭიქა
  • ზეთი - 3/4 ჭიქა
  • კაკაო - 1/2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ
  • ვანილი
  • ხსნადი ყავა - 1 ს.კ (გრანულები)
  • მარილი - 1 ჩ.კ
მინანქრისთვის:
  • კარაქი - 110 გ
  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • კაკაო - 1 1/4 ჭიქა
  • ნაღები 35 % - 200 გ
  • არაჟანი - 1/4 ჭიქა
  • ხსნადი ყავა - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ჩააფინეთ ქაღალდი 22 სმ დიამეტრის ფორმას. შურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები. ცალკე აურიეთ წყალი+ყავა, ზეთი. ჩაასხით ფქვილიან ნარევში და მოურიეთ. მიღებული ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ. 
ნამცხვარი გააციეთ და გაჭერით ორად.
მინანქრისთვის გაადნეთ კარაქი, შეურიეთ შაქარი, კაკაო, მწიკვი მარილი. შემდეგ შეურიეთ ნაღები, არაჟანი და ყავა. შემოდგით ცეცხლზე და თან ურიეთ. შაქარი უნდა გადნეს, მასა კი ოდნავ შესქელდეს. ნუ აადუღებთ. გააციეთ მინანქარი ოთახის ტემპერატურამდე. 
ნაწილი წაუსვით პირველ ფენას, დაადეთ მეორე ფენა და გადაუსვით დარჩენილი მინანქარი ზემოდანაც და გვერდებზეც.

 

ტეგები:
კექსი შოკოლადი ყავა მინანქარი ნანახია: 92228