შეურიეთ ერთმანეთს დაფქული პური, დაჭრილი ოხრახუში, ხმელი ქონდარი. ქათამს წაუსვით მარილი და პილპილი. კვერცხი ათქვიფეთ. ქათმის ნაჭრები ჯერ ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ დაფქულ პურში. ტაფაში გააცხელეთ ზეთი და შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე. ცხელსვე მოასხით ლიმონის წვენი. აიოლის სოუსისთვი ყველა ინგრედიენტი ერთად აურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან ქათმის ნაჭრებთან ერთად