ფახლავა - აღმოსავლური დელიკატესი
ფახლავა - აღმოსავლური დელიკატესი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 200 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • კვერცხის გული - 3
  • მწიკვი მარილი
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 350-400 გ
გულსართი:
  • შაქარი - 200 გ
  • ნიგოზი - 300 გ
  • კარაქი - 50 გ
სიროპი
  • თაფლი - 6 ს.კ
  • კარაქი - 4-5 ს.კ
მომზადების წესები

მოამზადეთ ცომი. შეურიეთ სოდა არაჟანს. ფქვილი და კარაქი ასრისეთ ხელით, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. დაამატეთ 2 კვერცხის გული, , არაჟანი, მარილი. მოზილეთ რბილი ცომი.თუ საჭიროა, ცოტა ფქვილიც დაამატეთ. დაასვენეთ ცომი 1-2 საათი.
მოამზადეთ გულსართი: დაფქული ნიგოზი შეურიეთ შაქარს. ცომი გაყავით 5 ნაწილად და თითოეული კარგად გააბრტყელეთ, თუმცა პირველი და ბოლო ფენა ოდნავ სქელი უნდა დარჩეს.
გაადნეთ 50 გ კარაქი. ცომის პირველი ფენა დადეთ ტაფაზე, ფუნჯით გადაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ ნიგოზი. შემდეგ უფრო თხელი ფენები დააფარეთ და მათაც ასევე გადაუსვით ჯერ კარაქი, შემდეგ კი ნიგოზი მოაყარეთ.
ბოლო ფენას გადაუსვით კვერცხი. ბასრი დანით დაჭერით რომბისებურად. აცხეთ 15 წუთი 180 გრადუსზე, შემდეგ გამოიღეთ, ჭრილები დანით უფრო გააღრმავეთ და მოასხით სიროპი. სიროპისთვის გაადნეთ თაფლი და კარაქი.
შეაბრუნეთ კვლავ ღუმელში კიდევ 15-25 წუთი, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება.