საფუარი გახსენით თბილ რძეში. დაამატეთ შაქარი, გამდნარი კარაქი და მოურიეთ. შეურიეთ ფქვილი და მარილი ერთმანეთს, დაასხით რძე და მოზილეთ ცომი. იმდენ ხანს დაამუშავეთ, სანამ რბილი და ელასტიური არ გახდება. რაც უფრო კარგად მოზელთ, მით უფრო აფუკი გამოვა სიმიტი. აცალეთ ცომს აფუება. შემდეგ გაყავით 16 თანაბარ ნაწილად, მოაგუნდავეთ და 10-15 წთ დაასვენეთ. ამასობაში, გახსენით თაფლი ცხელ წყალში. დიდ თეფშზე დაყარეთ სეზამის მარცვლები. მსუბუქად დაასველეთ თაფლიანი სიროპით, რომ ცხობისას გამუქდეს და თეთრად არ დარჩეს. აიღეთ ცომის ორი გუნდა, თითოეული გაწელეთ და მიეცით გრძელი ფორმა, გადააწანით ერთმანეთს. ჩადეთ თაფლიან სიროპში 2-3 წუთით. შემდეგ ყველა მხრიდან ამოავლეთ სეზამის მარცვლებში, მიეცით ფორმა და დადეთ საცხობ ტაფაზე. ასევე გააკეთეთ დანარჩენი ცომითაც. დატოვეთ კიდევ 15 წთ. შემდეგ გამოაცხეთ 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ