გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსზე. შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე. ფქვილი, შაქარი და სოდა შეურიეთ ერთმანეთს. ცალკე ცილით მოამზადეთ ბეზე და ფრთხილად შეურიეთ ფქვილიანი მასა. ბოლოს დაამატეთ შოკოლადი და დაფქული თხილი. 20 სმ დიამეტრის ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი. წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 30 წუთი. შეამოწმეთ ჩხირით ბისკვიტის მზაობა - ჩხირი ბოლომდე მშრალი არ უნდა ამოვიდეს. ცოტა შეაგრილეთ და ამოიღეთ ფორმიდან. გააციეთ ბოლომდე. მოამზადეთ მინანქარი: ცხელ ნაღებში გახსენით დატეხილი შოკოლადი. კარგად მოურიეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. შეაგრილეთ და მოასხით ნამცხვარს. ზემოდან მოაყარეთ მოხალული, დაჭრილი თხილი.