თბილ რძეში გახსენით საფუარი, შაქარი, მარილი და ადროვეთ 10 წუთი. ფქვილი ჩაყარეთ თასში, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით რძე, ჩაამატეთ კვერცხი და კარაქი. მოზილეთ ცომი და დადეთ სითბოში გასაფუებლად. მზა ცომი გაყავით ორად. ერთი,ოდნავ დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ფორმაში. დაადეთ გულსართი და დააფარეთ ცომის მეორე ფენა. ცენტრში გაუკეთეთ ჯვრისებული ჭრილი, თავზე გადააფარეთ და ხელახლა აფუება აცალეთ. თავზე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.შემდეგ გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.გულსართი: წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ, დაამატეთ ფარში და განაგრძეთ შუშვა. პერიოდულად ურიეთ. ფარშს ძალიან ნუ გამოაშრობთ. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ბრინჯი, მარილი, პილპილი, კოწახური და ქონდარი.