შოკოლადის ტრიუფელები - მარტივად მოსამზადებელი დესერტი
შოკოლადის ტრიუფელები - მარტივად მოსამზადებელი დესერტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 230 გ
  • მაგარი ყავა - 60 მლ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • რომი - 1.5 ჩ.კ
  • ვანილი
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 3/4 ჭიქა, წვრილად დაფქული
  • კაკაო
მომზადების წესები
შოკოლადი დატეხეთ, მოათავსეთ ჯამში დარბილებულ კარაქთან ერთად, დაასხით ცხელი ყავა და ურიეთ, რომ გადნეს და ერთმანეთს კარგად შეერიოს. თუ კარგად არ დნება დაამატეთ რომი და ვანილი. შემდეგ ამ მასაში ჩაყარეთ წვრილად დაფხვნილი ნამცხვარი (ან ასევე წვრილად დაფქული უკრემო ვაფლი)და კარგად აურიეთ. შედგით მაცივარში გასამაგრებლად, უმჯობესია 1 ღამით. 

ამის შემდეგ, ამოიღეთ ბურთულები სპეციალური კოვზით ან 2 ჩაის კოვზის დახმარებით, ამოავლეთ კაკაოში, დაალაგეთ თეფშზე და შეინახეთ მაცივარში მირთმევამდე
ტეგები:
კაკაო შოკოლადი ტრიუფელი ნანახია: 24119