ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი
ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1 საშუალო თავი
  • სტაფილო - 2
  • ხახვი - 1
  • კარაქი - 50 გ
  • ფქვილი - 4 ს.კ
  • ბულიონი - 1.7 ლ
  • რძე - 700 მლ
  • მარილი და პილპილი
  • დაფნის ფოთოლი
  • ოხრახუში
მომზადების წესები
წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო. მოშუშეთ ხახვი კარაქში, შემდეგ დაამატეთ სტაფილო და განაგრძეთ შუშვა. დაახლოებით 2-3 წუთში, დაამატეთ კომბოსტო და  ბულიონი (შეგიძლიათ კუბები გახსნათ წყალში).
წამოადუღეთ და ხარშეთ, ჩაამატეთ დაფნა.
სანამ იხარშება, ცალკე გახსენით ფქვილი და რძე. ჩაამატეთ სუპში და მოურიეთ. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. ბოლოს დაამატეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში