დრო
30წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ასეთი ლამაზი და გემრიელი პინგვინები ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას გაალამაზებს.
ინგრედიენტები
- ზეთისხილი - 18 დიდი და 18 მომცრო
- სტაფილო - 1
- კრემ-ყველი - 125 გ
მომზადების წესები
დაგჭირდებათ დიდი ეთისხილი ტანისთავის და შედარებით მომცრო თავისთვის. ორივე კურკაგამოცლილი. ასევე სტაფილოს რგოლები, რომლიდანაც გამოჭრით სამკუთხედებს ფეხებისთვის.
ტანისთვის განკუთვნილი დიდი ზეთისხილი დანით ჩაჭერით ნახევრამდე. დარბილებული კრემ-ყველი გადაიტანეთ პაკეტში ან კორნეტში, წააჭერით წვერო და მისი დახმარებით ამოავსეთ ზეთისხილი. ჩხირის საშუალებით დაამაგრეთ სტაფილოს "ფეხზე". წვრილ ზეთისხილებს ამოაჭერით დანის წვერით და ჩაუმაგრეთ სტაფილოსავე ცხვირი. შემდეგ ჩამოაცვით ჩხირზე.
ყრემ-ყველს შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ ნიორი, რაიმე სუნელი ან მწვანილი. მისი ჩანაცვლება კი შეიძლება რბილი უმარილო ყველით, რომელსაც დაამატებთ ცოტაოდენ არაჟანს გასხელებლად.