ამობრუნებული ტორტი ხილით და მოხარშული კრემით
ამობრუნებული ტორტი ხილით და მოხარშული კრემით
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • კვერცხი - 1
  • კვერცხის ცილა - 2
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 110 გ
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
კრემი:
  • კვერცხის გული - 2
  • შაქარი - 1/3 ჭიქა
  • სახამებელი - 2 ს.კ
  • რძე - 500 გ
  • ვანილი
  • ნაღები 35 % - 250 გ
  • დარბილებული კარაქი - 80 გ
ხილი
  • ფორთოხალი - 2
  • კივი - 1
  • მარწყვი - 2-4
  • ფორთოხლის ლიქიორი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები
კრემი შეგიძლიათ წინა დღით მოამზადოთ. ათქვიფეთ შაქარი, კვერცხის გული და სახამებელი. დაასხით ცხელი რძე, დადგით ცეცხლზე და გამუდმებული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაახლოებით 2 წუთი. შესქელების შემდეგ გადმოდგით, შეურიეთ ვანილი და გააციეთ. შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი

ბისკვიტი: 20 სმ დიამტრის ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი. ერთად გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი.  ათქვიფეთ შაქარი და კარაქი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილები (სამივე)  და მიღებულ ბეზეს დაამატეთ გულიც. კარაქიან მასას შეათქვიფეთ კეფირი და ლიმონის წვენი, შემდეგ შეურიეთ ფქვილი ნაწილ-ნაწილ. მიღებულ ცომს დაამატეთ ბეზე და ფრთხილად მოურიეთ, მიქსერის გარეშე. გადაიტანეთ  ცომი ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. 

ტორტისთვის განკუთვნილი ხილი დაჭერით. შესაბამისი ზომის თასს დააფინეთ კულინარიული ცელოფანი და ჩაალაგეთ ხილის ფენა.

ათქვიფეთ ნაღები.  მიღებული კრემი შეურიეთ მოხარშულ კრემს.
კრემის ნაწილი გადაუსვით ხილის ნაჭრებს. ბისკვიტი გაჭერით შუაზე, დანამეთ  ფორთოხლის ლიქიორით. დაადეთ ერთი ფენა ბისკვიტი, გადაუსვით დარჩენილი კრემი და კვლავ ბისკვიტი.  ხილის ულამაზო ჩამონაჭრები შეგიძლიათ ბისკვიტებს შუა ფენაში გამოიყენოთ. ტორტი დატოვეთ მაცივარში 1 ღამით, შემდეგ გადმოაბრუნეთ თეფშზე და მოაცილეთ ცელოფანი.