საფუარი და შაქარი გახსენით 100 მლ თბილ რძეში. ადროვეთ 10 წუთი. გაცრილ ფქვილს დაამატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ თავზე და დადგით სითბოში ასაფუებლად. აფუებული ცომი გაყავით 15 ნაწილად. თითოეული მოაგუნდავეთ და დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში. გადააფარეთ და დატოვეთ 30 წუთი. აფუებულ ფუნთუშებს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-30 წუთი