სოკოსა და კომბოსტოს ღვეზელები
სოკოსა და კომბოსტოს ღვეზელები
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 3
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ფქვილი - 350 გ
  • რძე - 250 გ
  • საფუარი - 8 გ
  • შაქარი - 1 ს.კ
  • მარილი - 3/4 ჩ.კ
გულსართი:
  • სოკო - 250 გ
  • მჟავე კომბოსტო, დაკეპილი - 500 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი და პილპილი
  • სოიოს სოუსი - 1 ს.კ
მომზადების წესები
საფუარი და შაქარი გახსენით თბილ რძეში. ადროვეთ 10-15 წუთი. ფქვილს დაამატეთ კვერცხის გულები, მარილი, საფუვრიანი რძე და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ კარაქი. დააფარეთ და აცალეთ აფუება. აფუებული ცომი გააბრტყელეთ ოთხკუთხა ფორმით. გაყავით 4 ნაწილად. თითოეულ ცომის ლენტს ჩაუდეთ გულსართი და მოუკარით ნაპირები. თითოეული ღვეზელი დაჭერით 4-5 სმ სიგანის ნაჭრებად და დაალაგეთ ტაფაზე ერთმანეთთან ახლოს. გადააფარეთ და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ გადაუსვით თავზე კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

გულსართი: მჟავე კომბოსტო გადაიტანეთ საწურზე, გადაავლეთ წყალი და გაწურეთ. ხახვი და სოკო დაჭერით.
მოშუშეთ სოკო და ხახვი, დაამატეთ მარილი, პილპილი, კომბოსტო, სოიოს სოუსი და შუშეთ რამდენიმე წუთი. გააციეთ და ჩაუდეთ ცომს გულში

ტეგები:
ღვეზელი კომბოსტო სოკო ნანახია: 9936