სახამებელი გახსენით 150 მლ რძეში. დანარჩენი რძე გააცხელეთ, დაამატეთ დამტვერეული შოკოლადი, კაკაო შაქარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ შეურიეთ სახამებლიანი რძე და შემოდგით ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. როგორც კი შესქელდება გადმოიღეთ და გააციეთ. გაციებულ კრემს დაამატეთ ალუბალი (გაალღვეთ და ზედმეტი წვენი გადაწურეთ). შეინახეთ მაცივარში გამოყენებამდე.შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, კაკაო და შაქარი. დაამატეთ კვერცხის გულები, კარაქი და ხელით (ან კომბაინში) კარგად ასრისეთ. მიღებული ცომი მაცივარში გააციეთ 1-2 სათი. შემდეგ გააბრტყელეთ და 2/3 ნაწილი ჩააფინეთ გვერდებიან ფორმაში (26-28 სმ დიამეტრით), ამოუყვანეთ გვერდებიც, დაასხით კრემი. დარჩენილი ცომით გამოჭერით ლენტები და ბადისებურად დაალაგეთ ზემოდან ნამცხვარზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე40-50 წუთი.ნამცხვარი ბოლომდე გააციეთ, დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან