ღორის ხორცი ვაშლით
ღორის ხორცი ვაშლით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ანტრეკოტი - 600 გ
  • ვაშლი - 2 ცალი
  • დაფქული ქინძი - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი - 1 ს.კ
  • ზეთი - 1 ს.კ
  • ძმარი - 2 ს.კ
  • ბულიონი - 1/2 ჭიქა
  • ოხრახუში - 1 კონა
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი, პილპილი და ქინძი.

ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და ზეთი. ვაშლის ნაჭრებს მოაყარეთ ცოტა მარილი და დაბრაწეთ. გადადეთ ცალკე.
შემდეგ ფქვილში ამოავლეთ ხორცის ნაჭრები და შეწვით იმავე ტაფაზე. თუ საჭიროა დაამატეთ ცხიმი.

ხორცის შეწვის შემდეგ, დაასხით ტაფაზე ბულიონი და ძმარი. ადუღეთ დაახლოებით 5-6 წუთი. სოუსი უნდა შესქელდეს და განახევდეს. დაამატეთ ოხრახუშიც. მოასხით სოუსი ხორცს, მიულაგეთ ვაშლები და მიიტანეთ სუფრასთან.

 

ტეგები:
ვაშლი ღორის ხორცი ნანახია: 5077