ღუმელი გაახურეთ 170 გრადუსზე. ტორტის ფორმას ( 18-20 სმ) ჩააფინეთ ქაღალდი. თეთრი შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე, შეაგრილეთ და შეათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველს. შემდეგ შეურიეთ კვერცხის გულები, ლიმონის ცედრა და წვენი. რძიანი შოკოლადიც ასევე გაადნეთ და შეურიეთ კრემ-ყველს. დაამატეთ კვერცხის გული.6 კვერცხის ცილა ათქვიფეთ ერთად ღრუბელივით და გაყავით ორ ნაწილად. ერთი შეურიეთ თეთრ მასას, მეორე შოკოლადიანს.ფორმაში ჩაასხით 3-3 ს.კ თეთრი და შავი კრემი მონაცვლეობით სანამ ორივე მათგანი არ დამთავრდება.გამოაცხეთ 15 წუთი, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 160 გრადუსზე და კიდევ 15-20 წუთი აცხვეთ.