მადისაღმძვრელად დაბრაწული ღორის ბარკალი
მადისაღმძვრელად დაბრაწული ღორის ბარკალი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ კერძის მომზადება შეიძლება საქონლის ან ბატკნის ხორცითაც. ამ შემთხვევაში, თეთრი ღვინო წითლით ჩაანაცვლეთ.

ინგრედიენტები

  • ნიორი - 4 კბილი
  • დაფნის ფოთოლი - 2, დაფშვნიტეთ
  • მარილი და პილპილი
  • როზმარინი - 2 ტოტი
  • თეთრი ღვინო - 300-400 მლ
  • ღორის ბარკალი ან კანჭი - 1.5 კგ
  • კომშის მურაბის წვენი - 3 ს.კ
  • მდოგვი - 1 ს.კ
  • ზეთი - 1 ს.კ
მომზადების წესები
ყველა სანელებელი ერთმანეთს შეურიეთ და წაუსვით ხორცს. გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დაასხით ღვინო და 24 საათი შედგით მაცივარში. დამარინადების პროცესში რამდენჯერმე გადააბრუნეთ.
ღუმელში შედებამდე 1 საათით ადრე ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ და გაასუფთავეთ სუნელების ნარჩენებისგან.
ზეთს დაამატეთ კომშის მურაბის წვენი (შეიძლება ჩანაცვლდეს გარგრის ან ფორთოხლის მურაბით) და მდოგვი. მიღებული ნარევი წაუსვით ხორცს. მარინადიან ფორმაში ჩადეთ სპეციალური ბადე, ზემოდან დადეთ ხორცი და შედგით ღუმელში. პერიოდულად დაასხით თავისივე წვენი.

შემწვარი ხორცი ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფოლგის ქვეშ გააჩერეთ 15-20 წუთი. გარნირად უხდება კარაქში შემწვარი კომში და გამომცხვარი კარტოფილი.


 




Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%92%D1%82%D0%BE%D1%80%D1%8B%D0%B5-%D0%B1%D0%BB%D1%8E%D0%B4%D0%B0/%D0%97%D0%B0%D0%BF%D0%B5%D1%87%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%B0%D1%8F-%D1%8F%D0%B3%D0%BD%D1%8F%D1%82%D0%B8%D0%BD%D0%B0-%D0%B2-%D0%B0%D0%B9%D0%B2%D0%BE%D0%B2%D0%BE%D0%B9-%D0%B3%D0%BB%D0%B0%D0%B7%D1%83%D1%80%D0%B8