თევზი დაჭერით ულუფებად, წაუსვით მარილი და პილპილი, ტაფაში გააცხელეთ ზეთი და შეწვით ერთი მხრიდან. პარალელურად, ცალკე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაამატეთ მარილი და პილპილი. ერთი მხრიდან რომ შეიწვება, გადააბრუნეთ თევზი მეორე მხარეს, დაუწიეთ ცეცხლს და თევზის ნაჭრებს ზემოდანდაადეთ მოშუშული სტაფილოს ფენა. დაახურეთ თავზე ტაფას და დატოვეთ, სანამ თევზი მეორე მხრიდანაც შეიწვება. მოაყარეთ სასურველი მწვანილი.